ემანუელ მაკრონი - დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია, მკაცრად ვგმობ, მეტე ფრედერიქსენს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
ემანუელ მაკრონი - დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია, მკაცრად ვგმობ, მეტე ფრედერიქსენს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ამ ფაქტს და მეტე ფრედერიქსენს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.