ემანუელ მაკრონი – დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია, მკაცრად ვგმობ, მეტე ფრედერიქსენს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ამ ფაქტს და მეტე ფრედერიქსენს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
L’agression dont la Première ministre danoise a été la cible est inadmissible. Je condamne fermement cet acte et adresse à Mette Frederiksen mes vœux de prompt rétablissement.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 8, 2024