„პოლიტიკო“ – ემანუელ მაკრონის მოკავშირეები შიშობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს
This screen shot shows France's President Emmanuel Macron speaking during a televised address to the nation during which he announced he is dissolving the National Assembly, French Parliament lower house, and calls new general elections on June 30, in Paris on June 9, 2024. (Photo by Ludovic MARIN / AFP)
საფრანგეთის პრეზიდენტის მოკავშირეები შიშობენ, რომ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს.
ამის შესახებ აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
გამოცემასთან საუბარში მაკრონის საპარლამენტო კოალიციის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო კამპანიის პოსტერზე საფრანგეთს პრეზიდენტის სახე ნაჩვენები აღარ იქნება.
„ელისეს სასახლეს ნამდვილად არ ესმოდა „ანტიპრეზიდენტული“ განწყობა საფრანგეთში“, – განაცხადა მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფის წევრმა.
„პოლიტიკო“ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ ფრანგები თავიანთ პრეზიდენტს ქედმაღლად და ავტორიტარად მიიჩნევენ.