„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონის მოკავშირეები შიშობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს
„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონის მოკავშირეები შიშობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტის მოკავშირეები შიშობენ, რომ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს.

ამის შესახებ აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

გამოცემასთან საუბარში მაკრონის საპარლამენტო კოალიციის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო კამპანიის პოსტერზე საფრანგეთს პრეზიდენტის სახე ნაჩვენები აღარ იქნება.

„ელისეს სასახლეს ნამდვილად არ ესმოდა „ანტიპრეზიდენტული“ განწყობა საფრანგეთში“, – განაცხადა მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფის წევრმა.

„პოლიტიკო“ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ ფრანგები თავიანთ პრეზიდენტს ქედმაღლად და ავტორიტარად მიიჩნევენ.