ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა დაიწყო
ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა დაიწყო. როგორც პირველ არხს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, დამსაქმებელ კომპანიას უკვე აქვს ფინანსური შესაძლებლობა, თანამშრომლებს ხელფასები ჩაურიცხოს.
აქცია ქარხანასთან ორი დღეა, რაც მიმდინარეობს. დავა კომპანიასთან თებერვლის დასაწყისიდან დაიწყო.
ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების გარდა მენეჯმენტის გადადგომასა და ქარხანაში სამუშაო პროცესის სრულად აღდგენას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ექვსი თვის ხელფასი აქვთ ასაღები.