„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქცია გამართეს
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქცია გამართეს

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქცია გამართეს.  მათი განცხადებით, კუთვნილი ანაზღაურება უკვე ექვსი თვეა, არ მიუღიათ.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა აქცია იგივე მოთხოვნით 7 თებერვალსაც გამართეს. აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარეც იმყოფებოდა. ირაკლი პეტრიაშვილმა შეკრებილებს ქარხნის მფლობელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი გააცნო, სადაც ეწერა, რომ მუშები ანაზღაურებას 14-17 მარტს მიიღებენ.

„მივიღეთ ქარხნის 87 პროცენტის მფლობელი „ლოკო ტრანს კომპანისგან“ პასუხი. 14-17 მარტს ეს ხალხი მიიღებს თავის ხელფასებს. გვქონდა მოთხოვნა, რომ ქარხნის დირექტორი გადაეყენებინათ, თუმცა მათგან მივიღეთ პასუხი, რომ დირექტორი 2019 წლის იანვრიდან აღარ იკავებს ამ თანამდებობას. რაც ყველაზე მთავარია, საწარმოს ამუშავებასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მოლაპარაკებები ახალ ინვესტორთან მიმდინარეობს და მზადაა, დათმოს აქციები იმ ინვესტორის სასარგებლოდ, ვინც  ქარხანას აამუშავებს”,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.