„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ქარხნის შენობის პიკეტირება მოახდინეს. როგორც ისინი აცხადებენ, პიკეტირებას მანამდე არ მოხსნიან, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულება.

აქციის მონაწილეები მენეჯმენტისგან ექვსთვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას, ელმავალმშენებელი ქარხნის სრულად ამუშავებასა და მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ქარხანა ამ დროისთვის ნაწილობრივ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის დასაქმებას.

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი აცხადებს, თანამშრომლების წერილის საფუძველზე, 7 თებერვალს შრომითი დავა დაიწყო და კანონით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა დღეს იწურება. აქციის მონაწილეები ღამეს რამდენიმე დღეა ელმავალმშენებელი ქარხნის ეზოში ათევენ.