ელიზაბეთ რუდი - საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა
საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე, „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარებას და აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა.
ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, საელჩოს ექნება სადამკვირვებლო მისია და იმედი გვაქვს, ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.