ელიზაბეთ რუდი - ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ ნებისმიერმა პიროვნებამ თუ პარტიამ, რომელსაც სურს, გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით
შემდგომი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამართულმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში.
„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება დიალოგი და შედგება შემდგომი შეხვედრა, რისი მთავარი განსახილველი საკითხიც იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ ნებისმიერ პიროვნება თუ პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს, გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის თანახმად, კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.