„ბიბისი“ - ელისაბედ მეორემ 2013 წლის შემდეგ პირველად ღამე საავადმყოფოში გაატარა
„ბიბისი“ - ელისაბედ მეორემ 2013 წლის შემდეგ პირველად ღამე საავადმყოფოში გაატარა

ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ 2013 წლის შემდეგ პირველად ღამე საავადმყოფოში გაატარა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ დედოფალმა გეგმური გამოკვლევა ჩაიტარა.

დედოფალი უინძორების სასახლეში უკვე დაბრუნდა. მედიის ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს და კარგ განწყობაზეა.

ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ ექიმებმა დედოფალს დასვენება ურჩიეს და მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი „კოვიდ-19“ არ ყოფილა.