ელისაბედ მეორე - საუკეთესო სურვილებით, დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მილოცვას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გამოუგზავნა.