ელისაბედ მეორე – საუკეთესო სურვილებით, დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს

11:56, 26.05.2020

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გამოუგზავნა.

მსგავსი