თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე, სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.