ელდარ შენგელაიას ფილმის „კავკასიური ტრიო“ პრემიერა ეროვნული არქივის კინოთეატრში 30 მაისს გაიმართება
რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმის „კავკასიური ტრიო“ პრემიერა საქართველოში ეროვნული არქივის კინოთეატრში 30 მაისს გაიმართება.
მხატვრული ფილმის მთავარი გმირები აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები არიან, რომლებიც ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
კინოსურათი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია. ფილმის პროდიუსერები რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ზურაბ მაღალაშვილი, გორკა გომეს ენდრიუ არიან.
ფილმში მსახიობები იური სტოიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე თამაშობენ.
საპრემიერო ჩვენებას დაესწრება სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი და დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია. „კავკასიური ტრიო“ თბილისსა და ბაქოშია გადაღებული.