ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა გაიმართა
ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებას თავად ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ქართველი და უცხოელი მსახიობები დაესწრნენ.

„კავკასიური ტრიო“ თბილისსა და ბაქოში სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეა გადაღებული. მხატვრული ფილმის მთავარი გმირები აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები არიან, რომლებიც ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

„ფილმი სვამს საკითხს, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სიყვარულში, მეგობრობაში და არა ომში. სიძულვილი ადამიანს კლავს და აქცევს მას არარაობად – ამაზეა ფილმი“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

„კავკასიური ტრიო“ საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია.