ელდარ შენგელაიას ახალ მხატვრულ ფილმს „სავარძელი“ ტოკიოს პრესტიჟულ კინოთეატრში აჩვენებენ
ტოკიოში პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“, პირველი დეკემბრიდან, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის – „სავარძელი” ჩვენება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული კინოცენტრისა და იაპონური კინოთეატრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
იაპონური კინოთეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფილმის ნახვა მსურველებს ექვსი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
როგორც ეროვნული კინოცენტრი აღნიშნავს, შენგელაიას მხატვრული ნამუშევრის მიმართ ტოკიოში დიდი ინტერესია. ჩვენებების დაწყებამდე, იაპონური მედია რეჟისორთან ინტერვიუს „სკაიპით“ ჩაწერს.