ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ბათუმში რამდენიმე ობიექტს საჯარიმო სანქციები დაუწესდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში შვიდი ობიექტი შეამოწმა.
ტიკარაძის თქმით, საჯარიმო სანქციები დაუწესდა რამდენიმე ობიექტს, რომლებიც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
„შვიდი ობიექტიდან ორი არ ფუნქციონირებდა, ოთხი ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს. მათ, რა თქმა უნდა, ასევე ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა მოთხოვნა, რომელიც მითითებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს კოვიდ პანდემიის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.