ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე, კოლეგებთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც იცრებიან. სამედიცინო ცენტრს აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.
მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ.