ეკატერინე ტიკარაძე - ვიმყოფებით ფაზაში, რომელიც გარკვეულწილად კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისია
ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.
„აქ მნიშვნელოვანია ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს – ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.