ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით თარიღის დაზუსტებას, რომ აპრილში მივიღოთ „ასტრაზენეკას“ დამატებით 90 000-მდე დოზა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილის თვეში „ასტრაზენეკას“ დამატებით 90 000-მდე დოზის მოწოდების თარიღი ზუსტდება.
„ჩვენ ველოდებით თარიღის დაზუსტებას, რომ აპრილის თვეში მივიღოთ დამატებით 90 000 დოზამდე „ასტრაზენეკა“, რომელიც ასევე გააგრძელებს დაწყებულ პროცესს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებითაც.
„მნიშვნელოვანია, „სინოფარმთან“ დაკავშირებით აღინიშნოს, რომ მისი შეძენა არ მომხდარა შემთხვევით, ვინაიდან ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ადრეულ ეტაპზე მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას და მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვის ბოლომდე გაიაროს ეს პროცედურები, რომლითაც ჩვენ დავიწყებთ უკვე აქტიურად მოსახლეობის ვაქცინაციას გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ასევე ვატარებთ გამოკითხვას „სინოფარმთან“ მიმართებაში, მოსახლეობაში დღეს არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც სექტორს ესაჭიროება, რათა „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყოს, დაემთხვევა იმ პერიოდს, როცა ეს ვაქცინა უკვე მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას. ჩვენ ყველა რისკს გავითვალისწინებთ და ეს პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც კომპეტენტური ორგანოებიდან გვექნება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მოგვცემს უფლებას, თამამად დავიწყოთ „სინოფარმით“ ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სა ქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი