ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ მოქალაქის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეაგირება იქნება ანაზღაურების კომპონენტში
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, თუ რამდენად მიზნობრივია ჰოსპიტალიზაცია. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, ეს კონტროლის ქვეშაა და არ ხდება 30%-ზე მეტი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია, რაც რეალურად ნორმის ფარგლებში მაინც ჯდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა,
მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები პანდემიის დაწყებისთანავე შემუშავდა და შემდეგ სახეცვლილება განიცადა, რათა რაც შეიძლება მეტად მიზნობრივი ყოფილიყო.
„რა თქმა უნდა, არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდა პანდემიის დაწყებისთანავე და შემდეგ, რამდენიმე ეტაპზე განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი. ჩვენი ექიმები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება, რამდენად მიზნობრივი იყო ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება. ასევე რა თქმა უნდა, ის კლინიკური ჯგუფი, რომელიც პანდემიის პერიოდში დაკავებულია კლინიკების მონიტორინგით, აგრძელებს მონიტორინგს. შესაბამისად, ინფორმაცია არის განახლებადი და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს მეტად ეფექტური მართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.