ეკატერინე ტიკარაძე - უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება
უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და ასევე აღსანიშნავია, რომ რეგიონებში, სადაც დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, ბრიგადების დამატება მოხდა და ეს კვლავ გაგრძელდება.
ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე. კონკრეტულ თარიღებს სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან, რომ მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის დაცვა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებისგანაც ჩვენ ვიდებთ მაღალხარისხიან ვაქცინებს, ვერ ვასახელებთ, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია როგორც „მოდერნაზე“, ასევე „ჯონსონი და ჯონსონზე“ და „ნოვოვაქსზე“. ასე რომ, ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ მონაპოვარზე, ვაქცინაციის მეთოდით პანდემიის დაძლევაზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.