ეკატერინე ტიკარაძე - სწავლა იმ სკოლებში იქნება უსაფრთხო, სადაც პედაგოგების სულ მცირე 80 პროცენტი აიცრება
სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი არის პედაგოგების ვაქცინაცია, დღეს ჩვენ შევხვდებით პედაგოგებს, რათა მოტივაცია იყოს გაზრდილი და პასუხი იყოს გაცემული ყველა იმ კითხვაზე, რომელიც არსებობს პედაგოგებში ვაქცინის საჭიროებასთან, უსაფრთხოებაზე და ასევე, რა დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
კითხვაზე, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამისთვის მთავარი არის ვაქცინაცია.
„ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელძემ როგორც განაცხადა, ჩვენც ვეთანხმებით, სულ მცირე 80 პროცენტი პედაგოგების უნდა იყოს აცრილი, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, სკოლა არის უსაფრთხო. ასევე მნიშვნელოვანი არის, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე, ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება, რათა ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში საკლასო სივრცეში სწავლება“,- განაცხადა მინისტრმა.