ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას.

„ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ ამ პროცესში და ვთვლით, რომ სოციალური მუშაკების გააქტიურება, ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის იმ გამოსავლებს, რომლებიც დღესდღეობით საზოგადოებაში გვაქვს. მე ვთვლი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა იმ კუთხით, რომ ის ნეგატივი, რომელიც დღესდღეობით საზოგადოებაში არსებობს, ტრანსფერი ვართ ჩვენ, არის მედია და ეს პასუხისმგებლობა არის როგორც სახელმწიფოსი და მთავრობის, ასევე მედიის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს 15 მოზარდის გამოკითხვის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საკითხს უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განიხილავენ.

„ყოველივე ამას განვიხილავთ კომისიის ფარგლებში, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დეკლარირებული და დადასტურებული ინფორმაცია. დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ ესეც გახდება საჯარო“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.