ეკატერინე ტიკარაძე - სილამაზის სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას
ეკატერინე ტიკარაძე - სილამაზის სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას

სილამაზის სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სილამაზის სალონების დახურვა.

მინისტრის თქმით, მომსახურების სფეროს ობიექტებთან მიმართებით საკოორდინაციო საბჭო იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად დაცულია ობიექტზე უსაფრთხოების წესები.

„რამდენიმე პაკეტი გვაქვს საბჭოსთვის წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ ბიზნესის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია შემდეგზე – სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, რამდენად დაცულია დისტანცია, ნიღბის ტარება და ა.შ. ამას ვანიჭებთ უპირატესობას.

სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერჯერობით არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ ამასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, ჩვენ ვაწვდით ჩვენს დასკვნებს, რაც დამყარებულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე. საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.