ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
„საქართველოში დღესდღეობით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. დღეს ჩვენ გვყავს კვლავ მხოლოდ სამი ახალი ინფიცირებული, საიდანაც ერთი ინფიცირებული არის კონტაქტი, ხოლო ორი მძღოლი. მძღოლებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დეტალური გაიდლაინი, რითაც ვხელმძღვანელობთ და შესაბამისად, ხდება აღმოჩენა ამ სეგმენტში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
აღნიშნული განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ სამეგრელოს რეგიონში გააკეთა, სადაც სასწრაფო დახმარების სამი ახალი შენობა გახსნა.