ეკატერინე ტიკარაძე - საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით მსოფლიოში ერთადრთმა მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით მსოფლიოში ერთადრთმა მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე ისაუბრა.

„მინდამ შევეხო მსოფლიოში უპრეცენდენტო „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები.

პროგრამის ფარგლებში დაავადებულ პირებს უახლესი თაობის, ძვირად ღირებული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ. პროგრამა ფარავს სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგის კვლევებს. საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით მსოფლიოში ერთადერთმა მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა წარმატებით დაასრულა 59 ათასზე მეტმა ადამიანმა.