ეკატერინე ტიკარაძე - „რემდესივირთან“ დაკავშირებით არაერთი სპეკულაციაა, ის აღიარებულია აშშ-ში, შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ
ეკატერინე ტიკარაძე - „რემდესივირთან“ დაკავშირებით არაერთი სპეკულაციაა, ის აღიარებულია აშშ-ში, შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ

„რემდესივირთან“ დაკავშირებით არაერთი სპეკულაციაა, ის აღიარებულია აშშ-ში, შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, – განაცხადა თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„რაც შეეხება „რემდესივრთან“ დაკავშირებულ არაერთ სპეკულაციას, „რემდესივირი“ აღიარებულია ამერიკაში ეფდიაის მიერ და ასევე შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ პროტოკოლით. ამ დროისთვის შემოსულია 4 000-მდე ფლაკონი, რომელიც სავარაუდოდ 450-460 პაციენტის საჭიროებისთვისაა. პრეპარატის გადანაწილდება მოხდება შემდეგნაირად – კლინიკური ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კლინიკებში მოხდება პრეპარატის გადანაწილება.

აუცილებელი იქნება პაციენტის ინფორმირება და თანხმობა იმის თაობაზე, რომ მზად არის, პრეპარატი მიიღოს.

გარდა ამისა, აუცილებელია მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირის“ მკურნალობა ესაჭიროება. ამასთანავე, კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს ის სავარაუდო გართულებები, რაც უნდა მოჰყვეს პრეპარატს და მოახდინოს მასზე მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.