ეკატერინე ტიკარაძე - რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ჯაჭვში ერთ-ერთ წამყვან რგოლს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს.
მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოს ფარმაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა პირველი GDP სერტიფიკატი, რითაც ქვეყანა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალ საფეხურზე გადავიდა.
„მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო რეგულირების სააგენტოს უდიდესი წვლილი პანდემიის მართვაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სრულყოფილი აუდიტი. 2020 წელს რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.