ეკატერინე ტიკარაძე - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიაღწია
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით, დაფინანსების ახალი მექანიზმი შეიქმნა, გაიზარდა მედიკამენტების ნუსხა და ხელმისაწვდომობა.
„დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიაღწია, მაშინ, როცა 2019 წელს მხოლოდ შვიდი მილიონი იხარჯებოდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.