ეკატერინე ტიკარაძე - ქობულეთში მომხდარი ტრაგედია ძალადობის წინააღმდეგ მულტისექტორული ჩართულობის აუცილებლობაზე მიგვითითებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა მიმართ ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ბავშვზე ზრუნვა ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად არის მიმართული ბავშვთა უფლებების და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ამაზე მეტყველებს სულ ახლახანს ქობულეთის რაიონში მომხდარი ტრაგედია, რის გამოც მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა. მომხდარმა ფაქტმა ჩვენ მოგვცა ნიშანი, რომელიც სისტემის გაძლიერებაზე და ძალადობის წინააღმდეგ მულტისექტორული ჩართულობის აუცილებლობაზე მიგვითითებს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ.