ეკატერინე ტიკარაძე - პირველი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია
ეკატერინე ტიკარაძე - პირველი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საქმიანობაზეც ისაუბრა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2020 წელი ცენტრისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო.

„მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით მორიგეობს 332 სამედიცინო ეკიპაჟი, 1149 ექიმით, 1330 ექთანი, 1276 მძღოლით და 89 პარამედიკოსი . სოფლის ექიმის პროგრამით მოსახლეობას ემსახურება – 1206 ექიმი და 1442 ექთანი.

1 იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია . „- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ