ეკატერინე ტიკარაძე - ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
„გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს. შედეგად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა თარგეტულ მედიკამენტებზე. ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსაუხრებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე“, – განაცხადა ტიკარაძემ.