ეკატერინე ტიკარაძე - მსოფლიოში ვაქცინირებული პირის გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს პანიკის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობისგან
ეკატერინე ტიკარაძე - მსოფლიოში ვაქცინირებული პირის გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს პანიკის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობისგან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს, ვინადან მსგავსი ფაქტები მსოფლიოში მხოლოდ ერთეულია და ძირითად შემთხვევაში, ვაქცინა ადამიანს ლეტალური შედეგისგან იცავს.

„მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც, მაგრამ ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0,001% . ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისაგან. ამ პაციენტებში განვითარებული იყო სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ტიკარაძემ.