ეკატერინე ტიკარაძე - მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56-დან 48 პროცენტამდე შემცირდა
ეკატერინე ტიკარაძე - მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56-დან 48 პროცენტამდე შემცირდა

ჩვენი მიზანია, ყოველი პაციენტის უფლებების დაცვა და მათი არასაჭირო დანახარჯების შემცირება. ამიტომ, ტარიფების დადგენა გაგრძელდება ინტენსიურად და ეტაპობრივად მოიცავს ყველა ნოზოლოგიას. უნივერსალური ხელმისაწვდომობა უპირველესად გულისხმობს ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ჩვენ ამ ნაწილში უკვე მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, რამდენადაც მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56 პროცენტიდან 48 პროცენტამდე შემცირდა, –  ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„დეკემბრის დასაწყისში უწყებამ ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.