ეკატერინე ტიკარაძე - მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია
მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც 23 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
„თავს კარგად ვგრძნობ. მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია და ალბათ, აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.
ეს ადასტურებს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე, როგორც „ფაიზერს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.