ეკატერინე ტიკარაძე - კლუბებმა კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან და იმის მიხედვით, რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დავაყენებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ საშუალებას მისცემთ, საკოორდინაციო საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დააყენებენ.
„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა მწვანე პასპორტი, რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წავაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.