ეკატერინე ტიკარაძე - ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია, რათა გვქონოდა საფუძველი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ვერ მოხდა ისრაელში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა საქართველოში.
ტიკარაძის თქმით, არასაკმარისი დოკუმენტაციდან გამომდინარე, ის სანდო პრეპარატს არ წარმოადგენდა.
„არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია, რათა გვქონოდა საფუძველი პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ, როგორც სანდო პრეპარატი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.