ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციის გავრცელების ზრდის შეჩერება მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ამიტომ, შესაძლოა, შეზღუდვები მაქსიმალურად იყოს გაფართოებული
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციის გავრცელების ზრდის შეჩერება მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და სხვას არაფერს.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შესაძლოა, შეზღუდვები მაქსიმალურად იყოს გაფართოებული.
„ინფექციის გავრცელების ზრდის შეჩერება მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და სხვას არაფერს, ეს არ არის არანაირი შედეგი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ იმაზე, რომ უკვე გვაქვს ცალსახად კლება ინფექციის და ამიტომ შეიძლება, შეზღუდვები მაქსიმალურად იყოს გაფართოებული. ჩვენ ვიქნებით ძალიან ფრთხილები ჩვენს გადაწყვეტილებაში. მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკური გუნდის ის კომუნიკაციები ბიზნესთან, რომელიც გაიმართება დღეს, ხვალ და შემდეგ დღეებში. ასევე რა თქმა უნდა, აქ ჩართული არის შრომითი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც როგორც რეგულაციების კუთხით, ასევე შემდგომი კონტროლის კუთხით არის ჩართული ამ პროცესებში და ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების გახსნა 24-ის შემდეგ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.