ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციების ოთხთვიან ჭრილში გადავადება იგეგმება, თუმცა სასწრაფო ოპერაციები არ გადაიწევს
ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციების ოთხთვიან ჭრილში გადავადება იგეგმება, თუმცა სასწრაფო ოპერაციები არ გადაიწევს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლინიკაში გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, გეგმური ოპერაციების გადავადება იგეგმება.

თუმცა, მისივე თქმით, სასწრაფო ოპერაციები არ გადავადდება.

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება ოთხთვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება. თუმცა, არ გადავადდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები“ , – აღნიშნა ტიკარაძემ.