ეკატერინე ტიკარაძე - გართულებების თავიდან ასაცილებლად, პნევმოკოკის აცრა ნამდვილად ეფექტური იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში გართულებების თავიდან ასაცილებლად, პნევმოკოკის აცრა ეფექტური იქნება.
მისივე თქმით, აღნიშნული აცრის ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება არსებობს.
„გართულებების თავიდან ასაცილებლად, ეს აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური, ვინაიდან ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება, რომ ის არის ეფექტური. ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს თავის მოსახლეობაში ამ აცრებს. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს დეტალური დამუშავება იმ აცრების კალენდრის, თუ როდის და როგორ მოხდება ქრონიკული დაავადების პირების აცრა პნევმოკოკის აცრით. როგორც კი პროექტი იქნება დასრულებული, მივიღებთ შესაბამის ზომებს და მივმართავთ ამ ღონისძიებებს“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება.