ეკატერინე ტიკარაძე - „ფაიზერი“ ყველაზე მეტად ტრენდულ ვაქცინად გამოიკვეთა
ეკატერინე ტიკარაძე - „ფაიზერი“ ყველაზე მეტად ტრენდულ ვაქცინად გამოიკვეთა

„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.

„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის განვითარების შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია და ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა, ჩვენი მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რიტმში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 ათასამდე დოზა 25 მარტს მიიღო.