ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების ინფიცირების რიცხვი საქართველოში 6,5 პროცენტს შეადგენს, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, ექიმების გარეშე არ დავრჩებით
ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების ინფიცირების რიცხვი საქართველოში 6,5 პროცენტს შეადგენს, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, ექიმების გარეშე არ დავრჩებით

ექიმების გარეშე არ დავრჩებით, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ექიმების ინფიცირების რიცხვი საქართველოში 6,5 პროცენტს შეადგენს, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

„იცით, რომ გვქონდა 11 პროცენტზე მეტი. აქედან გამომდინარე, ეს აღნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ მოვლენებზე, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახისა და სოფლის ექიმების 90 პროცენტი, ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. აქედან გამომდინარე, ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრენინგების შინაარსი არც თუ ისეთი რთულია, რომ მათი დაცვა და აღსრულება შემდეგ უკვე მუშაობის პერიოდში იყოს რთული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.