ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ცვალებადია, აჭარაში გვაქვს ოთხ პროცენტზე დაბალი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაჩვენებელი ხუთიდან რვა პროცენტამდე მერყეობს
ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ცვალებადია, აჭარაში გვაქვს ოთხ პროცენტზე დაბალი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაჩვენებელი ხუთიდან რვა პროცენტამდე მერყეობს

ოთხპროცენტიანი მაჩვენებელი არ არის ერთადერთი, თუმცა არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ. ეს მაჩვენებელი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ ოთხპროცენტიან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი.

„ამასთან, ინციდენტობას ვაკვირდებით, როგორ 7-დღიან, ასევე 14-დღიან ჭრილში, ვინაიდან, დადებითი დინამიკა დინამიკა 7-დღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური, აქედან გამომდინარე, ვუყურებთ 14-დღიან ჭრილშიც და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა არის ცვალებადი მაჩვენებელი. აჭარაში გვაქვს ოთხ პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს ხუთიდან რვა პროცენტამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.