ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიას მართავენ არა ექიმები, არამედ ეპიდემიოლოგები, ექიმებთან გავდივართ სხვა ტიპის კონსულტაციებს და ვეყრდნობით ეპიდემიოლოგების დასკვნებს
ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდემიას მართავენ არა ექიმები, არამედ ეპიდემიოლოგები, ექიმებთან გავდივართ სხვა ტიპის კონსულტაციებს და ვეყრდნობით ეპიდემიოლოგების დასკვნებს

ალბათ, შეიცვალა ამ ადამიანების დამოკიდებულება, ვინაიდან შეიძლება, მათთვისაც არ იყო ცნობილი, თუ რა დონეზე იყო ჩართული მთავრობა ყველა იმ სწორი გადადგმისთვის და ეპიდემიის სწორი მართვისთვის, რასაც ჩენ ვახორციელებდით, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მათ შეკითხვასთან დაკავშირებით. მედია დაინტერესდა, უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმები, რომლებთანაც გუშინ გაიმართა კონსულტაციები, პანდემიის დაწყების პროცესში რომ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, ახლა რა შეიცვალა.

ტიკარაძის თქმით, დღესდღეობით მათ აქვთ გაცილებით მეტი ინფორმაცია.

„გვაქვს საკმაოდ კონსტრუქციულია დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართოთ ეპიდემია.

რაც შეეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ეპიდემიას მართავენ არა ექიმები არამედ ეპიდემიოლოგები, ჩვენ ექიმებთან გავდივართ სხვა ტიპის კონსულტაციებს და ვეყრდნობით ეპიდემიოლოგების დასკვნებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.