ეკატერინე ტიკარაძე - დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი საყურადღებოა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება მეტად უნდა იყოს მობილიზებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევა მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს.
თუმცა, მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების დღეს არსებული კოეფიციენტი, საყურადღებოა.
„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მესამე ტალღის დასაწყისს, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა და პირბადე ჯერჯერობით რჩება ყველაზე საუკეთეო საშუალებად პანდემიასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.