ეკატერინე ტიკარაძე - დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს როცა აცდება, უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, შემდეგ გამკაცრებებზე, ამ ეტაპზე ეპიდვითარებას ვაკვირდებით
ეკატერინე ტიკარაძე - დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს როცა აცდება, უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, შემდეგ გამკაცრებებზე, ამ ეტაპზე ეპიდვითარებას ვაკვირდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს აცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად მაღალია რისკი, დადებითობის 4-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და ისევ აღმოვჩნდეთ ჩაკეტვის გადაწყვეტილების წინაშე, ტიკარაძე პასუხობს, რომ „დღეს ეს რისკი ძალიან მაღალია“.

#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი