ეკატერინე ტიკარაძე - დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ
ეკატერინე ტიკარაძე - დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.

ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ასევე ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს.

„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის“ ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.