ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი ამოცანაა, ყოველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში თანაცხოვრებას, სრულფასოვან განვითარებას
2020 წელს სააგენტოს მიერ უწყვეტად გაგრძელდა ბენეფიციარებისთვის განსაზღვრული სერვისების მიწოდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 2020 წელს ბიოლოგიურ ოჯახში 100-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს განხორციელდა 100-ზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყოველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში თანაცხოვრებასა და სრულფასოვან განვითარებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.