ეკატერინე ტიკარაძე - ბინაზე ვაქცინაცია საკმაოდ დიდი ხნის მომსახურებაა და ბევრი ადამიანია აცრილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ბინაზე ვაქცინაცია საკმაოდ დიდი ხნის მომსახურებაა.
მისივე თქმით, ამ ტიპის მომსახურებით ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანია აცრილი.
„ბინაზე ვაქცინაცია საკმაოდ დიდი ხნის მომსახურებაა. ჩვენს ხელთ არსებული ბაზით, სადაც განთავსებული არიან როგორც ქრონიკული დაავადების მქონდე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალიან დიდი ხანია, ვეწევით ამ მომსახურებას და ბინაზე ბევრი ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.